Sunday, October 7, 2012

სასწავლო პროექტი


 1. პროექტის  სახელწოდება:   ლადო  ასათიანის  შემოქმედება
2.პროექტის  მთავარი  იდეა:(თემა)  1-2  წინადადებით:  ბავშვებს  ჩავუნერგოთ   ქართული  პოეზიისა  და  პროზის  პატივისცემა.
3.პროექტის   აქტუალობა:მოსწავლეებს  ჩამოვუყალიბოთ  ქართული  კულტურის  სიყვარული,  გავუღვივოთ  პატრიოტული  გრძნობა.
4.პროექტის  მიზნები:გავაცნოთ  ბავშვებს  ვრცლად  ლადო  ასათიანის  შემოქმედება,  მისი  ბიოგრაფია.
5.მოსწავლეთა   ასაკი:11-12  წელი.
6.ვადები/ხანგრძლივობა:ერთი  თვე.
7.მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები,  რაც  შეიძლება  შეიქმნას:მოსწავლეები   უფრო  ღრმად  შეისწავლიან  ლადო   ასათიანის  შემოქმედებას,  გამოუმუშავდებათ   კვლევა-ძიების   უნარი,   ისწავლიან   დამოუკიდებლად  მუშაობას.
8.პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი   რესურსები;  მე-5-მე-6  კლასების  ქართული   ენისა  და   ლიტერატურის  სახელმძღვანელოები,   სასწავლო   ფილმები,   კომპიუტერი,   ინტერნეტი,  ფოტოაპარატი,   რვეული  და   საწერ-კალამი.
9.პროექტის  მსვლელობა(ძირითადი   აქტივობები):  პროექტიდან   გამომდინარე   მოსწავლეებს  დავყოფ  სამ  ჯგუფად.   პირველ  ჯგუფს  დავავალებ  საკითხებისა   და   მასალების   შერჩევას.   მეორე   ჯგუფი   მოიძიებს  მასალებს   ინტერნერში,   ბიბლიოთეკაში,  გაესაუბრებიან   ლიტერატურათმცოდნეებს,  დაათვალიერებენ   ლადო ასათიანის   სახლ-მუზეუმს.  მესამე   ჯგუფი  პირველი   ჯგუფის   შერჩეული   საკითხებიდან  და   მეორე   ჯგუფის   მიერ   მოძიებულ   მასალებზე   დაყრდნობით   შეაჯამებენ   ჯგუფის   მუშაობას  და   გამოიტანენ   დასკვნებს,   რომელსაც   წარმოადგენენ   პრეზენტაციის   სახით.
10.საგნებთა/საგნობრივ  ჯგუფებთან/ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან   კავშირი:  ქართული   ენა   და   ლიტერატურა,   ისტორია.
11.პროექტის   ხელმძღვანელი(მასწავლებელი):  გია   ჭელიზე.
12.  ხელმძღვანელის   ელ-ფოსტა:  giachelidze1962@gmail.com
13. პროექტის  ვებ-გვერდი/ ბლოგი: giachelidze.blogspot.com



No comments:

Post a Comment