1. პროექტის სახელწოდება: ლადო ასათიანის შემოქმედება
2.პროექტის მთავარი იდეა:(თემა) 1-2 წინადადებით: ბავშვებს ჩავუნერგოთ ქართული პოეზიისა და პროზის პატივისცემა.
3.პროექტის აქტუალობა:მოსწავლეებს ჩამოვუყალიბოთ ქართული კულტურის სიყვარული, გავუღვივოთ პატრიოტული გრძნობა.
4.პროექტის მიზნები:გავაცნოთ ბავშვებს ვრცლად ლადო ასათიანის შემოქმედება, მისი ბიოგრაფია.
5.მოსწავლეთა ასაკი:11-12 წელი.
6.ვადები/ხანგრძლივობა:ერთი თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები უფრო ღრმად შეისწავლიან ლადო ასათიანის შემოქმედებას, გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების უნარი, ისწავლიან დამოუკიდებლად მუშაობას.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები; მე-5-მე-6 კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები, სასწავლო ფილმები, კომპიუტერი, ინტერნეტი, ფოტოაპარატი, რვეული და საწერ-კალამი.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): პროექტიდან გამომდინარე მოსწავლეებს დავყოფ სამ ჯგუფად. პირველ ჯგუფს დავავალებ საკითხებისა და მასალების შერჩევას. მეორე ჯგუფი მოიძიებს მასალებს ინტერნერში, ბიბლიოთეკაში, გაესაუბრებიან ლიტერატურათმცოდნეებს, დაათვალიერებენ ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმს. მესამე ჯგუფი პირველი ჯგუფის შერჩეული საკითხებიდან და მეორე ჯგუფის მიერ მოძიებულ მასალებზე დაყრდნობით შეაჯამებენ ჯგუფის მუშაობას და გამოიტანენ დასკვნებს, რომელსაც წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით.
10.საგნებთა/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): გია ჭელიზე.
12. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: giachelidze1962@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი: giachelidze.blogspot.com